ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის დოკუმენტი, საქართველოს „შუა დერეფნის“ უალტერნატივო ღერძად განიხილავს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის დოკუმენტი, საქართველოს „შუა დერეფნის“ უალტერნატივო ღერძად განიხილავს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად არის მოაზრებული. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დასახელებულია სტრატეგიულ პრიორიტეტად. დოკუმენტში წერია , რომ საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება, რომელიც მონაცემთა უსაფრთხო და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი კი ფლაგმანური პროექტია, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოს რუმინეთთან. შავი ზღვის კაბელი განიხილება, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის მთავარი გზა.
