გიორგი შერმადინმა საკალათბურთო კლუბ „ლაგუნა ტენერიფეს“ ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა
გიორგი შერმადინმა საკალათბურთო კლუბ „ლაგუნა ტენერიფეს“ ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. მას „სან პაბლო ბურგოსთან“ 88-96 წაგებული შეხვედრის შემდეგ საერთო ჯამში კანარის კუნძულების გუნდის რიგებში 1205 მოხსნა დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. უშუალოდ ამ თამაშში შერმადინმა 26 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. მან ოთხიდან სამი ორქულიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. 11 მოგებითა და 8 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა.
