იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 7 საათზე გაიხნა და 20 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია ქვედა პალატაში 300-ზე მეტი მანდატი მიიღოს. იაპონიის პრემიერი აცხადებს, რომ თუ პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, თანამდებობას დატოვებს.
