„არა ომს! ფული სკოლებს და არა ომის დაფინანსებას!“- ამ შინაარსის პლაკატებით იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ასობით ადამიანი გამოვიდა
„არა ომს! ფული სკოლებს და არა ომის დაფინანსებას!“- ამ შინაარსის პლაკატებით იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა საპორტო ინფრასტრუქტურის მილიტარიზაცია გააპროტესტეს. აქცია ადგილობრივი პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც სამხედრო ხარჯების გაზრდას და ევროპის მილიტარისტულ პოლიტიკას აკრიტიკებს.
