ჩინეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა პეკინში დონალდ ტრამპის დაგეგმილი ვიზიტი ჩაშალოს
ჩინეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა პეკინში დონალდ ტრამპის დაგეგმილი ვიზიტი ჩაშალოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხი ოთხშაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროსაც წამოჭრა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს.
