ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ ბლოკი 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის ემზადება. გამოცემა „კასპიან პოსტის“ ინფორმაციით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა გასულ თვეში, ორი მილიარდ 276 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც კი აღემატება. ცნობისათვის, 26 იანვარს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების სრული აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრიდან, ასევე, რუსული მილსადენებით გაზის მიწოდების აკრძალვა 2027 წლის 30 სექტემბრიდან.
