საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების ჩაშლის გამო უკრაინა ფინანსური კატასტროფის ზღვარზეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების ჩაშლის გამო უკრაინა ფინანსური კატასტროფის ზღვარზეა. შესაბამისი განცხადება უმაღლესი რადას დეპუტატმა, საფინანსო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დანილო გეტმანცევმა გამოცემა ნოვინი ლაივ-თან ინტერვიუში გააკეთა. დეპუტატის თქმით, მთლიანობაში უკრაინამ სავალუტო ფონდისგან 8,5 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს. მან აღნიშნა, რომ ყველა სხვა სახსრებიც ფონდთან არსებულ პროგრამაზე მიბმულია.
