საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. იტალიის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალში, სადაც ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა, მედლების პირველი კომპლექტი გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდება. ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ 32 ქულა აქვს და საპრიზო ადგილებისთვის ისეთ ქვეყნებთან ერთად იბრძვის, როგორებიც სპორტის ამ სახეობის უძლიერესი წარმომადგენლები - ამერიკა, იტალია, კანადა და იაპონია არიან. გუშინ ფინალში გადასასვლელი ისტორიული საგზური ჩვენს მოციგურავეებს ნიკა ეგაძემ მოუტანა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, სპორტულ წყვილებში კი კარგი გამოსვლა ჰქონდათ გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის დუეტს. მათ ჩვენს ქვეყანას 7 ქულა მოუტანეს. ამრიგად საქართველოს ნაკრებს 25 ქულა აქვს, დღეს კი ყინულზე ქართველ სპორტსმენებს სამ დისციპლინაში ვიხილავთ. ჩვენი ქვეყნის სახელს ევროპის მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები დაიცავენ. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი, ხოლო ერთეულებში ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა გამოვლენ. ფიგურული ციგურაობის გუნდური შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი, დღეს თბილისის დროით 22 საათსა 30 წუთიდან დაიწყება.
