ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულებმა სენაკში, ფიცი დადეს
ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულებმა სენაკში, ფიცი დადეს. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე, ახალგაზრდებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში.
