ნაროკანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს
ნაროკანაშაულის ბრალდებით დააკავეს 3 ადამიანი, რომელთაც სარეალიზაციოდ გამზადებული ჰქონდათ, დიდი ოდენობით „ჰეროინი“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. მათ ბრალად უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ. პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე პატიმრობას.
