ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბარჯაშის მონაკვეთთან, კლდის მასა ჩამოიშალა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბარჯაშის მონაკვეთთან, კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
