დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის სახლები გაჩხრიკა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის სახლები გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. მანდელსონი ელჩის პოსტს 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებდა. სხვადასხვა პერიოდში ის ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი და საგარეო ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი იყო.
