მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტების ჯგუფმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და ქვები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაშავებულები.
