შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები პოზიტიურია, თუმცა შედეგი გაურკვეველი რჩება
შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები პოზიტიურია, თუმცა შედეგი გაურკვეველი რჩება. ამის შესახებ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოცფელდტმა განაცხადა. „ვაშინგტონთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. გრძელი გზა გველის. ამიტომ ნაადრევია იმის თქმა, სად მივალთ საბოლოოდ“, – აღნიშნა მოცფელდტმა.
