ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნგრეთის მტერია
ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნგრეთის მტერია. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ქალაქ სომბატჰეიში გამართულ „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე” განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინა მუდმივად მოითხოვს, რომ ბრიუსელმა უნგრეთი იაფ რუსულ ენერგორესურსებს ჩამოაშოროს, რაც უნგრელებისთვის მაღალი კომუნალური გადასახადების საფრთხეს ქმნის.
