უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი
დიდი ინვესტიციების მოსაზიდად ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი შექმნილი გარემო და მათ შორის უძრავი ქონების მიმართ დამოკიდებულება და დაცვაა. საქართველო ამ მხრივაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ამას მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები განაპირობებს. სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა დღეს ყურადღება უძრავი ქონების სააგენტოს საერთაშორისო ფორუმზე, სადაც წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიებმა და 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას უძრავი ქონების ის წამყვანი სააგენტოებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქმიანობენ
