დონალდ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეო დაგმო, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახული
დონალდ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეო დაგმო, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახული. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს, რადგანაც ვიდეოს გაზიარებით, შეცდომა არა მან, არამედ ადმინისტრაციის წევრებმა დაუშვეს, რომლებიც სოციალურ გვერდს აკონტროლებენ. საქმე ეხება ერთ წუთიან, ვიდეო რგოლს, რომელშიც საუბარი იყო, რომ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაყალბების შედეგად დამარცხდა. ვიდეოს დასასრულს თან ერთოდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მოკლე კლიპი, სადაც დემოკრატი ლიდერები ცხოველების სახით იყვნენ გამოსახულები. ვიდეო კადრები ტრამპის გვერდიდან უკვე წაშლილია
