მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების 8 ათას ადგილიანი სტადიონის პროექტირებაზე მუშაობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების 8 ათას ადგილიანი სტადიონის პროექტირებაზე მუშაობს. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „სტუდიო 9-მ“ წინასაპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რუსთავის მერთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად განიხილა. მოგვიანებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სტუდია 9-ის ოფისშიც, სადაც არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ რუსთავის მერს და პარლამენტარებს საპროექტო კვლევის შედეგები გააცნო. პროექტირების დასრულების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს
