პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული 2018 წლიდან 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.ასევე ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი,ხოლო 2026 წლის დასაწყისში მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში, ფარულად, დააყენა სამეთვალყურეო კამერები. 5 თებერვალს კი განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა ჭრილობები. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
