თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე დააკავეს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე დააკავეს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინდოეთის, შრი-ლანკის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ირანის, სუდანის, იორდანიის, ქუვეითის, ნეპალისა და ეთიოპიის მოქალაქეები აიყვანეს. ისინი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ და ამჟამად მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს
