ქურდობის 7 ფაქტი გახსნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ
ქურდობის 7 ფაქტი გახსნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ. ბრალდებულები არიან 20 და 25 წლის ახალგაზრდები. მათ სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს და ჯამში 12 000 ლარამდე თანხას მოიპარეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ქურდავდნენ. დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
