იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის გუნდს წარმატებები უსურვა
იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის გუნდს წარმატებები უსურვა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დიდ ქვეყნებთან ქართული დროშის ფრიალი საამაყოა. პრეზიდენტი ოლიმპიადის საზეიმოდ გახსნას, პირველ ლედისთან, საგარეო საქმეთა და სპორტის მინისტრებთან და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა
