S&P Global-ის მონაცემებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, პრემიერი სწორედ ხელისუფლების სწორად გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს
S&P Global-ის მონაცემებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, პრემიერი სწორედ ხელისუფლების სწორად გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, „BB“ დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საერთაშორისო რეზერვების დონე
