განათლების რეფორმისა და ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, თუმცა პრემიერის განცხადებით რეფორმა არ გადაიხედება
განათლების რეფორმისა და ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, თუმცა პრემიერის განცხადებით, რეფორმა არ გადაიხედება. სახელმწიფოს პოზიციაა, მოუფრთხილდეს აკადემიური პერსონალის რესურსს, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით ისედაც მწირია. ირაკლი კობახიძე ყველას მოუწოდებს, გვერდზე გადადონ სუბიექტური ინტერესები და ობიექტურად იმოქმედონ. რეფორმის მიზანია, ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით, ქვეყნის ფლაგმანი უმაღლესი სასწავლებელი ჩამოყალიბდეს. რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების ცენტრი იქნება
