საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს მუშაობა
საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს მუშაობა. საქართველოს მისამართით ევროსაბჭოს მიერ გამოგზავნილი დახმარების თხოვნა „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთი არგუმენტია, რომ უცხოური ძალების მიერ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, სერიოზული საფრთხეა. ევროსაბჭო თბილისს იმ საკითხზე სთხოვს რჩევებსა და კონსულტაციებს, რის გამოც, საქართველოს უსამართლოდ, არგუმენტების გარეშე აკრიტიკებდნენ და გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას სთხოვდნენ. საქართველომ კი ევროპის საბჭოს უკვე გაუგზავნა დოკუმენტი, უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების შესახებ
