ჯილდო ძალადობისა და ექსტრემიზმის წახალისებისთვის - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ გამოცემა „პუბლიკისთვის“ ევროკავშირის პრიზის გადაცემას
ჯილდო ძალადობისა და ექსტრემიზმის წახალისებისთვის - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ გამოცემა „პუბლიკისთვის“ ევროკავშირის პრიზის გადაცემას. სახელისუფლებო გუნდი აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატები დაბალი სტანდარტით მოქმედებენ. ნაცმოძრაობის შეფასებით კი გამოცემას ჯილდო სიტყვის თავისუფლებისთვის გადაეცა. პუბლიკამ" სამ კატეგორიაში გაიმარჯვა: საუკეთესო ბლოგი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო და საუკეთესო სიუჟეტი - სამივე მათგანი ძალადობრივ აქციებში მონაწილეებს შეეხება
