უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა
უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა. ქვეყნის საჰაერო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მუშაობა დროებით შეაჩერეს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვისა და ლუბლიანას აეროპორტებმა. გავრცელებული ცნობით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და საშუალებები განალაგა
