რუსეთმა უკრაინის ენერგო ობიექტებზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის ენერგო ობიექტებზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. რუსული დრონებით ივანო ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქში თბოელექტრო სადგურები დაიბომბა. შედეგად, უკრაინაში მხოლოდ 5 მოქმედი ელექტრო სადგური დარჩა, რომლებიც გრაფიკით მუშაობენ. უკრენერგომ დახმარების თხოვნით პოლონეთს მიმართა. დრონების სამიზნეში მოექცა ასევე კიევის ოლქში საკონდიტრო კომპანია „როშენის“ საწარმო. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
