მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ვაზიანში ფიცი დადეს
მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ვაზიანში ფიცი დადეს. 8 თვით გაწვეულმა ახალგაზრდებმა ფიცის დადებამდე, ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. გაწვეულებს უნარჩუნდება სამსახური როგორც კერძო, ისევე საჯარო დაწესებულებაში. ცერემონიას თბილისის 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც სწავლობენ საგანს - „სამხედრო საქმე“. სკოლის მოსწავლეები სამხედრო ქვედანაყოფში პროექტის - „ერთი დღე ჯარში” ფარგლებში იმყოფებოდნენ
