ახმეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში სკოლები შენდება
ახმეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში, სკოლები შენდება. სრულად აღიჭურვება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები. ორივე სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით — გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოეცა და მთავრობის მიერ ფინანსდება
