დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუძენს
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუძენს. მათი სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობების პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინა. წელს კი, პროცესი კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება
