S&P Global-ის მონაცემებით, საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან
S&P Global-ის მონაცემებით, საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. საკრედიტო სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, „BB“ დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საერთაშორისო რეზერვების დონე, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის მერყეობის მართვას
