ფასების შემცირებაზე ზრუნვა პრემიერის განცხადებით, მთავრობასთან ერთად ბიზნესის ვალდებულებაცაა
ფასების შემცირებაზე ზრუნვა პრემიერის განცხადებით, მთავრობასთან ერთად ბიზნესის ვალდებულებაცაა. რაც სოციალური პასუხისმგებლობაა. ფასების კლებაზე, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა აქტიურად გრძელდება. ამ მიზნით შექმნილი საპარლამენტო კომისია, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება. კომპანიების ნაწილმა პრემიერის ინიციატივა უკვე გაითვალისწინა. მცირდება კვერცხის ფასი. თუმცა ეს არ არის საბოლოო და სურსათის გასაიაფებლად საკითხის მოკვლევა გრძელდება
