განათლების ფუნდამენტური რეფორმა არ გადაიხედება, თუმცა კონსულტაციები და მსჯელობა გაგრძელდება
განათლების ფუნდამენტური რეფორმა არ გადაიხედება, თუმცა კონსულტაციები და მსჯელობა გაგრძელდება. პრემიერის განცხადებით, აუცილებელია უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღება. სახელმწიფოს პოზიციაა, მოუფრთხილდეს აკადემიური პერსონალის რესურსს, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით ისედაც მწირია. ირაკლი კობახიძე ყველას მოუწოდებს, გვერდზე გადადონ სუბიექტური ინტერესები და ობიექტურად იმოქმედონ. რეფორმის მიზანია, ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანებით, ქვეყნის ფლაგმანი უმაღლესი სასწავლებელი ჩამოყალიბდეს
