ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელსაც იტალიის ორი ქალაქი მილანი და კორტინა მასპინძლობს, საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან, სპორტის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო
ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელსაც იტალიის ორი ქალაქი მილანი და კორტინა მასპინძლობს, საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან, სპორტის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა, ოლიმპიადის მონაწილე 8 ქართველ სპორტსმენს წარმატებები უსურვა. პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. დღეს მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამას ნიკა ეგაძე წარადგენს – ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, თუ საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას
