იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ
იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. პრეზიდენტის განცხადებით, ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის საერთო ღირებულებებს, განსაკუთრებით ეროვნული ინტერესებისა და ოჯახურის ღირებულების მიმართულებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციები და ინტერესები სწორად იყოს პარტნიორებისთვის მიწოდებული
