საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლია, დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლია, დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი აუცილებელია არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოების პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები. როგორც უწყება აღნიშნავს, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი
