ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დისკუსია გაგრძელდება
ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დისკუსია გაგრძელდება. უმაღლესი სასწავლებლებისა და მინისტრის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა საკითხზე იმსჯელებს. მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტებს შესთავაზეს, რომ დაიწყონ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია
