ირაკლი რუხაძის განცხადება
ტელეიმედს ახალი მფლობელი ჰყავს. არჩევანი „პრაიმ მედია გლობალზე“ შეჩერდა, რომელმაც ჰოლდინგის 50% შეიძინა. დარჩენილი 50% კი „იმედის“ თანამშრომლებს, არხის გენერალურ დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს გადაეცემათ. „პრაიმ მედია გლობალი“ მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვის მიმართულებით. რატომ მიიღო უკვე ყოფილმა მფლობელმა ჰოლდინგიდან გასვლის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ირაკლი რუხაძე ვრცლად საუბრობს დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
