ბულგარეთის პარლამენტის მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
ბულგარეთის პარლამენტის მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კერძოდ, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა საარჩევნო უბნების რაოდენობა ოცამდე შემცირდება. ეს საკანონმდებლო ცვლილება უმეტესად შეეხებათ გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში მცხოვრებ ბულგარელებს, რომლებსაც ამ დრომდე გაცილებით მეტი საარჩევნო უბანი ემსახურებოდათ.
