მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური გამოსვლები გრძელდება
მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური გამოსვლები გრძელდება. მოკლე პროგრამაში საქართველო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა წარადგინა. მათ 77.54 ქულა დაიმსახურეს და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს 9 ქულა შესძინეს.
