შეერთებული შტატები ევროპაში ამერიკული ღირებულებების გავრცელებას დააფინანსებს
შეერთებული შტატები ევროპაში ამერიკული ღირებულებების გავრცელებას დააფინანსებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპის მასშტაბით გრანტებს მიაწვდის მოძრაობა „მაგასთან“ დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. „ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური პოზიციის გავრცელება. ამერიკა ასევე დააფინანსებს იმ ცენტრებს, რომლებიც ევროპაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიან. ინიციატივა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავს უკავშირდება.
