ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი "ემ სი სი ბრიუსელი" მიესალმება წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას ევროკავშირის ცენზურის შესახებ.
ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი "ემ სი სი ბრიუსელი" მიესალმება წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას ევროკავშირის ცენზურის შესახებ. კვლევითი ცენტრი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ კონგრესმა მტკიცებულებებით დაადასტურა ის, რასაც "ემ სი სი ბრიუსელი" წლების განმავლობაში, საკუთარი კვლევების საფუძველზე ირწმუნებოდა. კვლევითი ცენტრის განცხადებით, ვაშინგტონში გამაოგნებელი დეტალებით დაადასტურეს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონტროლი არა მხოლოდ ბიუროკრატიული ინიციატივა, არამედ მიზანმიმართულად გაანგარიშებული თავდასხმაა დემოკრატიაზე.
