წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას, სადაც ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე წერია, ევროპელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ
წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას, სადაც ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე წერია, ევროპელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ნიდერლანდების პარტია „თავისუფლების“ ლიდერი და პარლამენტარი ხეერტ ვილდერსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ჩარევის გარეშე, 2025 წლის არჩევნებში მის პარტიას გამარჯვების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა ჰერნიკი კი წარმომადგენელთა პალატის მიგნებებს ევროკავშირის ისტორიაში უდიდეს სკანდალს უწოდებს. მან ევროკომისიის ქმედებებს ევროკომუნიზმი უწოდა.
