ჯიმ ჯორდანის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ევროპული ცენზურის საპასუხოდ, შესაძლოა მიიღონ საკანონმდებლო აქტი, რომელიც უცხოურ ხელისუფლებას სუვერენულ იმუნიტეტს ჩამოართმევს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მისცემს უფლებას, ევროკავშირს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, სასამართლოში უჩივლოს. ჯიმ ჯორდანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოციალურ მედია პლატფორმებზე დაწესებული ევროპული რეგულაციები ევროპის კონტინენტს გასცდა და მისი გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ამერიკელი ხალხის უფლებებზე ახდენს გავლენას.
