ფიროსმანის ქუჩის N29-ში, სადაც ნიკო ფიროსმანის, სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს, რეაბილიტაცია გრძელდება
ფიროსმანის ქუჩის N29-ში, სადაც ნიკო ფიროსმანის, სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს, რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. შენობას, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული, დღემდე პირვანდელი არქიტექტურული იერი აქვს შენარჩუნებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 60 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. პროექტი, რომლისთვისაც რვა მილიონი ლარი დაიხარჯება, 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
