სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
