საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზეც
საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზეც. ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება და მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. მურთაზ ზოდელავას ბრალდება კი ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილი.
