კვერცხზე ფასი მცირდება
კვერცხზე ფასი მცირდება. განცხადებას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები ავრცელებენ. მათი თქმით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით მიიღეს, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
