საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების და ზოგადად, უსაფრთხოების უწყების მუშაობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ, ეროვნული ლოცვის ყოველწლიურ საუზმეზე შეაფასა
საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების და ზოგადად, უსაფრთხოების უწყების მუშაობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ, ეროვნული ლოცვის ყოველწლიურ საუზმეზე შეაფასა. დონალდ ტრამპმა კატეგორიულად გამორიცხა დემოკრატებისა და დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტიდან კრისტი ნოემის დათხოვნის შესახებ, რომლის მიმართ კრიტიკაც მინესოტაში ფედერალური ოფიცრების მხრიდან ორი ამერიკელის მკვლელობას მოჰყვა.
